NDI – გამოკითხულთა 27% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, NDI-ის მიერ გამოკითხულთა 27% ამბობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა. 24% კი აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 15%-მა არ იცის პასუხი.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას 10% მისცემდა, ევროპულ საქართველოს – 3%, სხვა – 7%.
კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები