NDI – გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ პარლამენტარი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის
NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 75% თვლის, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის. 55% მიიჩნევს, რომ პარლამენტში დეპუტატი მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავს. ასევე, 55%, ფიქრობს, რომ ის აქტიური იქნება, ხოლო 41% თვლის, რომ მოსახლეობის ინტერესებს დაიცავს.
კითხვაზე – რას მოელით პარლამენტის წევრისგან, თბილისში პასუხები ასე გადანაწილდა:
იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის – 74%
ის მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს – 60%
ის აქტიური იქნება – 56%
ის თქვენს ინტერესებს დაიცავს – 39%
კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.