რუსეთში მანქანაში გარდაცვლილი მამა და 3 წლის შვილი იპოვეს
რუსეთში, ორენბურგის რაიონში, სამართალდამცველებმა მანქანაში გარდაცვლილი მამა და 3 წლის შვილი იპოვეს, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სამართლდამცველების განცხადებით, მამა-შვილს დამნაშავეებმა სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენეს, გამოძიება მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს.
დანაშაულის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული, რომლებიც მომხდარ ფაქტს იძიებენ.
როგორც სამართალდამცავები აღნიშნავენ, მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.