გიორგი გახარია: პრეზიდენტმა უნდა აუხსნას საზოგადოებას, თუ რატომ მოხდა მძიმე დანაშაულში ბრალდებულის შეწყალება

“რა თქმა უნდა, შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია და ეს საკითხი არავის არასდროს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია”,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ მძიმე დანაშაულში ბრალდებული ადამიანის შეწყალება ხდება, საზოგადოებისთვის მეტად გასაგები უნდა იყოს, რა მოტივით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება.

“რა თქმა უნდა, შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია და ეს საკითხი არავის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია, თუმცა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მძიმე ნარკოტიკებზე, ან მძიმე ნარკოტიკების რეალიზატორებზე და ვამბობთ, რომ ეს მიმართულებები აუცილებლად უნდა გამკაცრდეს ეფექტური ნარკოპოლიტიკის ჭრილში და ამავე დროს, შეიძლება მოხდეს მსგავს დანაშაულში ბრალდებულის შეწყალება, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტსაც, აქვს ვალდებულება, მსგავსი გადაწყვეტილება უფრო ახსნილი იყოს საზოგადოებისთვის, რომ არ მოხდეს ლოგიკური წინააღმდეგობა. აქტიურად გვიწევს კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა, მსგავს დანაშაულში ბრალდებული ადამიანის შეწყალებაც, როდესაც ხდება, საზოგადოებისთვის უნდა იყოს ახსნილი, რა მოტივით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. კარგად გვესმის, რომ დღეს სასამართლოსაც მაღალი სტანდარტი აქვს”,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტებთან დაკავშირებული კრიტიკით გაკვირვებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები