ნუცუბიძის ფერდობზე მამაკაცი დაჭრეს
ნუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობები ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.
„კვირას“ ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.