ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რის შედეგადაც აბესაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა გირაოთი შეეცვალა, მას 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.
სხდომაზე ბრალდებულის უფლებადამცველებმა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი დასკვნა წარადგინეს, რაც ადვოკატის განცხადებით, აღმკვეთი ღონისძიების არასაპატიმროთი შეცვლის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, 2017 წლის მაისში მერიის მაღაჩინოსანი საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურიდან დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები