ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა აღწერილობის მორიგი ტომი – წიგნი VII გამოიცა

 ხელოვნების სასახლემ, ტრადიციულად, გამოსცა ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა აღწერილობის მორიგი ტომი – წიგნი VII.
როგროც „კვირას“ ხელოვნებსი სასახლეში განუცხადეს, წინამდებარე გამოცემა მთლიანად ქართულ სამუსიკო ხელოვნებას მიეძღვნა და მასში შესულია დიდი ქართველი კომპოზიტორის, მუსიკათმცოდნე – ეთნოგრაფის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის – დიმიტრი არაყიშვილის არქივი. აღსანიშნავია, რომ პირველად, არქივის აღწერილობასთან ერთად, დამუშავდა კომპოზიტორის ფოტოარქივი და ნოტების კატალოგი.
ქართული საოპერო ხელოვნების ფუძემდებლის, კომპოზიტორის, პირველი ქართული ოპერის „ქრისტინეს“ ავტორის – რევაზ გოგნიაშვილის არქივითან ერთად წიგნი ისეთი დიდი ქართველი მუსიკოსების არქივებს აერთიანებს, როგორებიც არიან: ზაქარია ფალიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, ალიოზ მიზანდარი, რევაზ ლაღიძე, ოთარ თაქთაქიშვილი.
გამოცემა, ხელოვნების სასახლეში დაცული ეროვნული მუსიკალური საგანძურის შეგროვების, აღწერისა და პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის, ხელოვნების სასახლის გამორჩეული თანამშრომლის, მუზეუმის მუსიკის ფონდის მცველის, მზია მერკვილაძის ხსოვნას ეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები