“ჭეშმარიტ ღირებულებებთან მობრუნება – ეს არის ევროპის ინტერესებში; ის უნდა დაუბრუნდეს იმ საფუძვლებს, რაზეც შეიქმნა ევროკავშირი” – რატი იონათამიშვილი

“ჭეშმარიტ ღირებულებებთან მობრუნება, ეს არის ევროპის ინტერესებში – უნდა დაიცალოს ისეთი დღის წესრიგისგან, რომელიც უსამართლო და არაკეთილსინდისიერ მიდგომებზე, მიკერძოებულ შეფასებებზე იქნება დამოკიდებული”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, როდესაც ევროკავშირი შეიქმნა, ეს იყო მშვიდობის და კეთილდღეობის პროექტი.

“მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ ომისგან თავისუფალი უნდა იყოს სივრცე პირველ რიგში. რაც შეეხება კეთილდღეობას, კეთილდღეობა ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს. ეს არის ის ძირითადი ფასეულობები, რაზეც დგას ევროკავშირი და რაც ჩვენთვისაც მიმზიდველი იყო რა საკვირველია. მაგრამ ჩვენ დღეს რა ვითარებასაც ვხედავთ არის ის, რომ ომის პარტია არის ძლიერი ევროპულ სტრუქტურებში და სულ უფრო ხმამაღლა ისმის კორუფციული ბრალდებების კონკრეტული ევროფუნქციონირების მიმართულებით. და ასევე ორმაგი სტანდარტი, რომელიც დღეს დამკვიდრებულია და გადათელა ყველაფერი ევროსტრუქტურებში და ეს ყველაფერი საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა.

ჭეშმარიტ ღირებულებებთან მობრუნება, ეს არის ევროპის ინტერესებში. ის უნდა დაუბრუნდეს იმ საფუძვლებს, რაზეც შეიქმნა ევროკავშირი და უნდა დაიცალოს ისეთი დღის წესრიგისგან, რომელიც უსამართლო მიდგომებზე, არაკეთილსინდისიერ მიდგომებზე, მიკერძოებულ შეფასებებზე იქნება დამოკიდებული. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირ წახალისება ხდება ძალადობის და უსამართლობის და არა მარტო საქართველოს საფუძველზე თუნდაც. და პირდაპირ ჩარევა ხდება დემოკრატიულ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში და ესეც არა მხოლოდ საქართველოს მაგალითზე. ეს ყველაფერი პირველ რიგში პრობლემას უქმნის ევროპულ პერსპექტივას“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები