აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ქედის მუნიციპალიტეტში ფერმერ რეზო თურმანიძის საფუტკრე მეურნეობაში იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე საქმიანობას გაეცნო
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, ქედის მუნიციპალიტეტში ფერმერ რეზო თურმანიძის საფუტკრე მეურნეობაში იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე საქმიანობას გაეცნო.
უწყების ცნობით, დენის სალუქვაძემ ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა და დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მეწარმეები სამინისტროს ხელშეწყობით მონაწილეობას იღებენ რეგიონში სხვადასხვა აგროგამოფენებში, რაც ხელს უწყობს ქართული თაფლის პოპულარიზაციას. რეგიონში შექმნილია ყველა პირობა, რომ გაიზარდოს ქართული თაფლის წარმოება.
ფერმერი რეზო თურმანიძე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბენეფიციარია, საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით, არაერთხელ ისარგებლა საოჯახო მეურნეობების განვიათარების ხელშეწყობის პროგრამით.
მინისტრთან ერთად, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და ექსტენციონისტები იმყოფებოდნენ.