ლევან მახაშვილი: სააკაშვილის განცხადებები უკვე ღიმილის მომგვრელია
,,მიხეილ სააკაშვილის განცხადებები უკვე ღიმილის მომგვრელია. მისი მხრიდან ასეთი აბსურდული განცხადებები მხოლოდ საკუთარი თავის დღის წესრიგში დატოვებას ემსახურება”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ბანერს წარწერით – „სანქციები ქართულ ბანკებს“.
მახაშვილის თქმით, ბანკები თავის საქმიანობას როცა ახორციელებენ, სანქციების თემაზე საუბარი ზედმეტია.
„სანქციების დაწესებას თავისი წესები და პროცედურები აქვს. ბანკები თავის საქმიანობას როცა ახორციელებენ, აქ სანქციების თემაზე საუბარი ზედმეტია. ვიღაცაზე გაბრაზებული, აღრენილია, რაღაცას არ პატიობს და მოღალატეს ეძახის, ეს მისგან არ გვიკვირს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.