ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია დაბა ურეკში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან ერთად, დაბა ურეკში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჟამად, ზედა ურეკში მიმდინარეობს 400 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთის მოწყობა. სამუშაოების ფარგლებში უკვე აშენდა სანიაღვრე არხები და დაგეგმილია ეზოებში შესასვლელების მოწყობაც.
დასრულდა წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში 850 მეტრი სიგრძის გზა მოეწყო.
პროექტები, ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები