ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, ტრადიციულად, დაჯილდოვდნენ პრემია „საგურამოსა“ და ილიას მედლის ლაურეატები

8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წელი აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, მუზეუმის ამოსასვლელში, ილიას განახლებულ სკვერში, საზეიმოდ გაიხსნა აკაკი წერეთლისა და გალაკტიონ ტაბიძის ბიუსტები.
ტრადიციულად, დაჯილდოვდნენ პრემია „საგურამოსა“ და ილიას მედლის ლაურეატები:
პოეზია – ია სულაბერიძე, საშა გველესიანი;
პროზა – ბესო ხვედელიძე;
კრიტიკა, პუბლიცისტიკა, დოკუმენტური პროზა – თამარ გელიტაშვილი;
საბავშვო ლიტერატურა – თამარ ჯავახიშვილი;
ხელოვნება – ბადრი ქუთათელაძე;
ჰუმანიტარული მეცნიერება – მერაბ ბერიძე;
თარგმანი – დოდო ყვავილაშვილი;
ილიას მედალი მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა” ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადაეცემა – დავით მუსხელიშვილს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები