აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სოფელ წონიარისში კალმახის საინკუბაციო საამქრო დაათვალიერა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში კალმახის საინკუბაციო საამქრო დაათვალიერა.

უწყების ცნობით, მინისტრი თევზის წარმოებაში ჩართულ ფერმერებს შეხვდა და დარგში არსებულ გამოწვევებზე მიიღო ინფორმაცია.

,,საწარმო წლის განმავლობაში აწარმოებს დაახლოებით 1 მილიონი კალმახის მაღალი სელექციის და იმუნიტეტის მქონე ლიფსიტს, რომელიც შემდგომში ინაცვლებს მეთევზე ფერმერების მეურნეობებში გამოსაზრდელად. ამ მიდგომით შესაძლებელი ხდება ფერმერების დანაკარგების შემცირება.
საწარმო სხვადასხვა სახეობის კალმახის მოშენებაზე და ხარისხიანი კალმახის წარმოებაზეა ორიენტირებული.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე და სამინისტროს ექსტენციონისტები ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები