ტრამპი: ტარიფებიდან მიღებული თანხა მოქალაქეებს გადაეცემა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი სავაჭრო ტარიფების შედეგად მიღებული შემოსავლით, ყველა მოქალაქე, გარდა მაღალი შემოსავლის მქონე პირებისა, სულ მცირე 2 000 დოლარს მიიღებს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, ტარიფების მოტანილი შემოსავლით მთავრობა მალე დაიწყებს აშშ-ის ვალების დაფარვას.
მისივე თქმით, ეს ინიციატივა მიზნად ისახავს საშუალო ფენის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ამერიკული წარმოების გაძლიერებას.
ქვეყნის ლიდერის თქმით, ტარიფები შეეხება იმპორტირებულ საქონელს, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან შემოტანილ პროდუქტებს.
„ჩვენ ამერიკელებს დავუბრუნეთ ის ფული, რომელიც წლების განმავლობაში უცხო ქვეყნებში მიდიოდა,“ – განაცხადა ტრამპმა.