ოდესაში სამართალდამცველებმა 2 მაისს დაკავებული 30 ადამიანი გაათავისუფლეს
ოდესის მილიციამ 2 მაისის აქციის დროს დაკავებული 30 ადამიანი გაათავისუფლა.
როგოც უკრაინული მედია იუწყება, ამ დროისთვის ოდესელი სამართალდამცველები პრორუს აქტივისტებთან სიტუაციის დასტაბილურების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
2 მაისს დაღუპული 40-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების გამო, 3, 4 და 5 მაისი ოდესაში გლოვის დღეებად არის გამოცხადებული.