,,ჯორჯიან მანგანეზის“ ხელშეწყობით, ზესტაფონში პროფესიული სწავლების დღის ცენტრი გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ცხოვრების მეგზურმა“, რომელიც ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლასა და დახმარებაზე ზრუნავს, ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის ბაზაზე და კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური ხელშეწყობით, პროფესიული სწავლების დღის ცენტრი გახსნა.
ამიერიდან ორგანიზაციის ბენეფიციარები, ინტეგრირებული სწავლების მეთოდიკის გათვალისწინებით, სასკოლო პროგრამების შემსწავლელი და დამატებითი მეცადინეობების პარალელურად, პროფესიული სწავლების კურსებსაც გაივლიან. შეისწავლიან მათთვის სასურველ სპეციალობას, ხელობას ან რომელიმე ხელსაქმე-ოსტატობას, რაც შემდგომ დამოუკიდებელი ცხოვრების გაგრძელებაში დაეხმარებათ.
დღის ცენტრის პრეზენტაციაზე ორგანიზაცია ,,ცხოვრების მეგზურს“ ახალმოსახლეობა მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა კახა მახათაძემ, ორგანიზაცია  ,,საქართველოს დღის ცენტრების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ქალბატონმა დალი კოჭლამაზიშვილმა და ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ბატონმა ვასო გველესიანმა.
როგორც ,,ცხოვრების მეგზურის“ დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა, ქალბატონმა რუსუდან მუმლაძემ აღნიშნა, ორგანიზაცია თავისი მუშაობისა და ფუნქციონირების შემდგომ ეტაპებს ,,ქართულ გენთან“ თანამშრომლობით გააგრძელებს. მათი ერთობლივი პროექტები ,,ცხოვრების მეგზურის“ ფუნქციონირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის და მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების დამკვიდრებაში დაეხმარება.

  

   

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები