ბათუმში, ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცი თბილისში, დამწვრობის ცენტრში, რეანომობილით გადმოჰყავთ

ბათუმში, ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცი თბილისში, დამწვრობის ცენტრში, რეანომობილით გადმოჰყავთ.
როგორც „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მან პაციენტის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით მიიღო.
მისივე თქმით, ამ დროისათვის რეანომობილი თბილისსკენ მოემართება.
ცნობისათვის, ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში, ხანძრის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.
ხანძარი ლერმონტოვის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე, დღეს დილით გაჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახთან დაკავშირებით, უწყებაში არსებული შესაბამისი კომისია იმსჯელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები