თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში, 28-ე კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დაკვამლიანება საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საცხოვრებელ კორპუსთან სახანძრო ბრიგადის ორი შემადგენლობა იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები