კახეთში, ძაღლზე საზარელი ძალადობა მოხდა (ფოტო+18)

კახეთში, შინაური ცხოველისადმი ძალადობის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. უცნობი პირები კავკასიური ნაგაზის ჯიშის ძაღლს სასტიკად გაუსწორდნენ.
შემთხვევა გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში მოხდა.
„ეს ძაღლი არის კახეთში ჩემი მეზობლის. ( გურჯაანის რნ. სოფ. შაშიანი ) რამდენიმე დღის წინ დაკარგა კავკასიური ქოსა ნაგაზის ჯიშის ძაღლი, წლინახევრის… ინფორმაცია გამოაქვეყნა ყველგან და პრიზიც დააწესა… გუშინ კი ჩემი სოფლის სანაგვეზე იპოვეს ცოცხალ-მკვდარი, ნაწამები, აქვს ნასროლიც კი, სახის არეში.
პ.ს. ასეთი ნაგავი ხალხიიი კიი მწარედ უნდა დაისაჯოს! უბრალოდ სიტყვები ზედმეტია, აღშფოთებული ვარ ამ ფაქტით“, – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი და ძალადობის ფაქტის ამსახველ კადრებს ავრცელებს.
„კვირა“ ამ საკითხთან დაკავშირებით შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები