დიტო სამხარაძე: სუს-ის დანაყოფებში მსახური ბიჭების და მათი ხელმძღვანელების დამსახურებაა, რომ ამ სიაში ჩვენი სამშობლო არ არის

სუს-ის დანაყოფებში მსახური ბიჭების და მათი ხელმძღვანელების დამსახურებაა, რომ ამ სიაში ჩვენი სამშობლო არ არის! დიახ, იმ ვაჟკაცების დამსახურებაა, რომლებსაც ჩვენი სამშობლოს ოპოზიციონერი ლაჩრები ლანძღავენ, ქვეყნის მიმართ ერთგულებას უწუნებენ,-ამის შესახებ  ფეისბუკის  საკუთარ გვერდზე პარტია “ ქართული ოცნების” რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი დიტო სამხარაძე წერს.

სამხარაძემ დეტალურად გაიხსენა ბოლო დროს მსოფლიოში განხორციელებული ტერაქტები და საზოგადოებას ტერაქტების შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა შეახსენა.

“ნიუ-იორკი 11 სექტემბერი 2001 წელი, 2753 ადამიანი დაიღუპა.

„ნორდ-ოსტი“ ტერორისტული აქტი 23-26 ოქტომბერი, 2002წელი, მოსკოვში, 40 ადამიანი დაიღუპა!

ბესლანის ტერორისტული აქტი – 1 სექტემბვერი 2004წელი, 350 მძევალი დაიღუპა!

მადრიდის ტერაქტი – 11 მარტი 2004 წელი, 5 წუთის ინტერვალში აფეთქდა 13 ბომბი. დაიღუპა 191 ადამიანი, 1247 მიიღო სხეულის დაზიანება!

ნორვეგიაში ტერორისტული აქტი – 22 ივლისი 2011 წელი, 8 ადამიანი დაიღუპა!

„შარლი ებდო პარიზის ტერაქტი“ 7 იანვარი 2015 წელი, 12 ადამიანი დაიღუპა 10 დაშავდა!

13 ნოემბრის პარიზის ტერაქტები 2015 წელი, 150-მეტი ადამიანი დაიღუპა!

სტამბოლის ტერაქტი – 10 სექტემბერი 2016 წელი, 44 ადამიანი დაიღუპა აქედან 30 პოლიციელი!

ბრიუსელის ტერაქტი – 22 მარტი 2016 წელი, 34 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 300!

სტოკჰოლმის ტერაქტი – 7 აპრილი 2017 წელი, 4 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა!

სანქტ-პეტერბურგის ტერაქტი – 3 აპრილი 2017 წელი, 9 ადამიანი დაიღუპა, 50 დაშავდა!

ამ სიაში შეიძლებოდა საქართველოს რომელიმე ქალაქი ან რაიონი ყოფილიყო! სუს-ის დანაყოფებში მსახური ბიჭების და მათი ხელმძღვანელების დამსახურება არის რომ ამ სიაში ჩვენი სამშობლო არ არის! დიახ, იმ ვაჟკაცების დამსახურებაა, რომლებსაც ჩვენი სამშობლოს ოპოზიციონერი ლაჩრები ლანძღავენ, ქვეყნის მიმართ ერთგულებას უწუნებენ! საზოგადოება შეცდომაში შეყავთ!

აქცენტები სხვა საკითხზე გადააქვთ! “რატომ შემოიპარა ჩატაევი საქართველოშიო” რატომ შეიპარა ტერორისტი აშშ-ი ტერაქტის მოსაწყობად? რატომ შეიპარა საფრანგეთში? ნორვეგიაში, ესპანეთში, თურქეთში, რუსეთში, შვედეთში?აღიარეთ განსხვავება! როდესაც ის საქართველოში უკანონოდ შემოვიდა, მოხდა მისი დაფიქსირება და შემდეგ ლიკვიდაცია! დიახ მისი განადგურება! ყველა ის მოქალაქე, რომელიც ოდნავ მაინც შეხებაშია ტერორისტებთან, აუცილებელია დაისაჯოს!

რას ნიშნავს ტერორისტებთან დაფიქსირდეს ვინმე და ეს არაფერს ნიშნავდეს? რას ნიშნავს თბილისის ქუჩებში ტერორისტებთან ერთად სიარული არაფერს ნიშნავდეს? ხომ შეიძლება თეორიულად დაუშვათ ის ფაქტიც, რომ ამ სეირნობის პროცესში ტერორისტებს ტერორისტული აქტის მოსაწყობი ტერიტორიები შეერჩიათ? ხომ არის ეს ლეგიტიმური ეჭვი? დიახ, ის ადგილები სადაც ყოველ დღეს ჩვენი შვილები, მშობლები, მეგობრები გადაადგილდებიან? იქნებ ვცდები? ამიხსენით თუ შეიძლება? მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ვაჟკაც ქართველ ბიჭებს რომელებიც ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებას იცავენ! მადლობა გმირებო,- წერს დიტო სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები