ძლიერმა ქარმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტიც დააზარალა

ძლიერმა ქარმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში – სოფელ უდაბნოში, თოხლიაურში, მანავსა და იორმუღანლოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, წააქცია ხეები, ქალაქ საგარეჯოში დააზიანა საახალწლო განათებები. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების თანამშრომლები სოფლებში არსებული მდგომარეობის შესასწავლად არიან გასულები. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა „სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ზარალის აღმწერი სამუშაო ჯგუფი“, რომლის ხელმძღვანელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ასრათაშვილია. ამ დროისათვის გაწმენდილია ქუჩები და ნაწილობრივ აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება. ძლიერი ქარის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები