საქართველოს პრეზიდენტი გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთვამ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პირველი ხელმძღვანელისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პირველი ელჩის ბატონი გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების გამო.

მის სახელს უკავშირდება საქართველოს წარმატება ბაქო-სუფსის ნავთობსადენის, ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის მშენებლობის მოლაპარაკებებში და ამ ისტორიული პროექტების განხორციელებაში.

თავად ეს პროექტები ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ჩამოყალიბდა, საქართველომ შეძლო საკუთარი გეოპოლიტიური როლის წარმოჩენა და კიდევ უფრო განამტკიცა და გააფართოვა საქართველო – აზერბაიჯანს შორის მჭიდრო, მეგობრული და ეკონომიკური კავშირები.

ბატონი გიორგის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული საზოგადოებისათვის. ვიზიარებ ამ მწუხარებას და თანავუგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები