მაშველებმა ადიდებული რიონიდან 5 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს (ვიდეო)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში, მდინარე რიონის ადიდების შედეგად წარმოქმნილ ხელოვნურ კუნძულზე დარჩენილი 5 მოქალაქე ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს. სააგენტოს ცნობით, განსაცდელში მყოფი ოთხი მამაკაცი და ერთი ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიულ ცენტრში შემოვიდა შეტყობინება, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში, მდინარე რიონის ადიდების შედეგად წარმოქმნილ ხელოვნურ კუნძულზე დარჩენილი 5 მოქალაქე ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ქუთაისის, სამტრედიისა და ვანის სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. ურთულესი ვითარების მიუხედავად, წყალზე სამაშველო ტექნიკის გამოყენებით, მაშველებმა ღონისძიება წარმატებით განახორციელეს და განსაცდელში მყოფი ოთხი მამაკაცი და ერთი ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს”,- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები