თეა წულუკიანი: მაჩალიკაშვილის საქმეზე პასუხები გამოძიების კომპეტენციაა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა გამოძიების საკითხია.
„ის კითხვები, რაც არსებობს ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, არის გამოძიების საკითხი. გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისად, ვერცერთი მინისტრი თუ სხვა პირი ვერ გაგცემთ ამ კითხვებზე პასუხს, სანამ საგამოძიებო ორგანოები არ დაასრულებენ თავიანთ სამუშაოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები