თეა წულუკიანი: სააკაშვილის ექსტრადირებაზე გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა გაგზავნილია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს და დასძენს, რომ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი ინტერესის საგანი არ არის.

“უკრაინა გახლავთ სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა, დოკუმენტები და ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი, რას ემსახურება დღევანდელი დაკითხვა, მე ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მომიძიებია, რადგან ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩემი ინტერესის საგანი არის, რომ მოთხოვნა გაგზავნილია, დამოუკიდებელმა, სუვერენულმა სახელმწიფომ, უკრაინამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების მიღებაზე გარეშე ძალები, მითუმეტეს სხვა სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, გავლენას ვერ მოახდენენ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები