ხაშურის რაიონის სოფელი გომი დაიტბორა (ფოტო)

უხვი ნალექის გამო ხაშურის რაიონის სოფელი გომი/ხიდისყური დაიტბორა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა სანიაღვრე არხები კვლავ გასაწმენდია.

„უკვე, რამდენიმე წელია პერმანენტულად, საფრთხე ექმნებათ ადამიანებს, შენობა-ნაგებობებს, პირუტყვს. სოფელში გათიშულია გარეგანათებაც. მიზეზად სოფლის გამგებელი, რამდენიმე თვეა, ნათურების დეფიციტს ასახელებს. სირცხვილია“,- აცხადებენ სოფელში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები