“ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დადგინდეს, მაჩალიკაშვილის შემთხვევაში ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი”

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატი ყველაფერს გააკეთებს, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი.
“მინდა, გამოვეხმაურო სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ვუმსამძიმრებ მის ოჯახს. მე, როგორც სახალხო დამცველი, ვიძლევი პირობას, რომ ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს, აღმოუჩინეს თუ არა მას დროული სამედიცინო დახმარება, გაკეთდა თუ არა ყველაფერი, რათა შენარჩუნებულიყო ახალგაზრდის სიცოცხლე”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი​ თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები