ამირან სალუქვაძე: მეტი სერიოზულობით მოვეკიდოთ საკითხებს, რომლებიც სახელმწიფოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას ეხება

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც პოლიტიკოსებს, მედია საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საექსპერტო საზოგადოებას მოუწოდებს, მეტი სერიოზულობით მოეკიდონ საკითხებს, რომლებიც სახელმწიფოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას ეხება.
როგორც მან აღნიშნა, არსებობს გზები, რომლითაც თავიანთ სათქმელს გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიიტანენ.
“მთელი სერიოზულობით მოგიწოდებთ პოლიტიკოსებს, მედია საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საექსპერტო საზოგადოებას, მეტი სერიოზულობით მოვეკიდოთ საკითხებს, რომლებიც სახელმწიფოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას ეხება!
გამოდით ვიწრო პოლიტიკური და სხვა პირადი ინტერესებიდან!
კარგად აწონ-დაწონეთ საკითხები, რომლებიც ეხება ქვეყნის, შესაბამისად, ყოველი ოჯახის ინტერესებს!
ნუ იქნებით მხოლოდ ღვთისმშობლის იმედად!
ნუ ფიქრობთ, რომ რაც ხდება სხვა ქვეყნებში, არ მოხდება ჩვენთან!
იცოდეთ, თუ მოხდება, შეეხება ყველას!
ვისაც გაინტერესებთ პრობლემების მოგვარება, მოვნახოთ სივრცე და ვიმსჯელოთ ერთად. არსებობს გზები, რომ ჩვენი სათქმელი მივიტანოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე.
ყველაფერი როგორც არ იჭმევა, ისე არ ითქმება.
მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვისაც ქვეყნის აწმყო და მომავალი აინტერესებს.
ვისაც სხვა ინტერესები აქვს, ვინც პირად, მედია ან პარტიულ რეიტინგს აყენებს სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა, მათთან საერთო არაფერი მექნება.
ამ სტატუსს არ დავწერდი, რომ არ ვხედავდე აუცილებლობას”,-წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები