პატრიარქი ფილარეტი: დროა ომი შევაჩეროთ

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი ფილარეტი, რუსეთს და უკრაინაში მცხოვრებ რუსეთის მომხრეებს მოუწოდებს, რომ გონს მოეგონ და აღარ მოახდინონ ახალი სისხლისღვრის პროვოცირება.
,,უკრაინაში მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა გულგრილი არავინ დატოვა. შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას, კვლავ იღვრება სისხლი, იღუპება ხალხი, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოუცხადებელი ომი მიმდინარეობს“- აღნიშნავს პატრიარქი. მისი თქმით, თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება მშვიდობიანად, იარაღის გარეშე გამოხატოს თავისი პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ კონსტიტუციური წყობის ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ხელშეუხებლობის ხელყოფა არის არა პოლიტიკური ქმედება, არამედ დანაშაული, რომელიც უნდა დაისაჯოს კანონით.
“ამ უკანასკნელს განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა – რა მძიმე და საშიშიც არ უნდა იყოს დანაშაული, იგი უნდა შევაჩეროთ და შესაბამისი კანონით დავსაჯოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თვითგასამართლება დაუშვებელია, მას სჯის როგორც საღმრთო, ასევე ადამიანური კანონი“, – ავხადევს ფილარეტი.
პატრიარქი თქმით, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელსაც ასევე ეყრდნობა საერთაშორისო თანამეგობრობაც, რომ ამ ძალადობის და ტერორისტული აქციების უკან, რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები დგანან და მათ ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და პირადად რუსეთის პრეზიდენტს ეკისრება. გარდა ამისა,  რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები აგრძელებენ არნახული ტყუილების გავრცელების კამპანიას, რომელიც ასევე ხდება უკრაინის წინააღმდეგ გამოუცხადებელი ომის ერთ-ერთი იარაღი.
“აკეთებს რა სიბოროტეს, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს დამალოს სიმართლე – ისევე, როგორც ეს ყირიმის ოკუპაციის დროს გააკეთეს. მაგრამ ღმერთისგან სიმართლეს ვერ დამალავენ. ის ყველაფერს ხედავს და ყველას თავისას მიუზღავს! ეკლესიის სახელით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რუსეთის ხელმძღვანელობას და მათ დაქვემდებარებაში მყოფებს, გონს მოეგონ, შეჩერდნენ, აღარ გაამრავლონ ცოდვები და ახალი სისხლისღვრის პროვოცირება აღარ მოახდინონ“- განაცხადა პატრიარქმა ფილარეტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები