“ბიგ-ბენთან“ მომხდარ საქმეზე ჩემი მეუღლე ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში გაამართლეს”

ნანუკა ჟორჟოლიანი ხმას თუ არ ჩაიგდებს, თავად ჩავაგდებინებ – ასე ეხმაურება დავით კოდუას ცემაში ეჭვიმტანილი ნოშრევან ნამორაძის მეუღლე ნინო სუთიძე ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომ ნამორაძემ 2006 წელს “ბიგ-ბენთან“ თავისი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი კურცხალია დაჭრა. სუთიძე “კვირასთან“ 2006 წელს “ბიგ -ბენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს იხსენებს და აცხადებს, რომ მის მეუღლეს, ნოშრევან ნამორაძეს პირველად კურცხალიამ ესროლა, რასაც ნამორაძის მხრიდან თავდაცვის მიზნით საპასუხო გასროლა მოჰყვა. როგორც ნამორაძის მეუღლე აცხადებს, მომხდარში სასამართლომ ნოშრევან ნამორაძე გაამართლა – იმ დროს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თბილისის პროკურორი კი გიორგი ღვინიაშვილი იყო.
ნინო სუთიძე ნანუკა ჟორჟოლიანს ურჩევს, თუ “ბიგ-ბენის“ ინციდენტთან დაკავშირებით რაიმე კითხვები აქვს, ამ კითხვებით გიორგი ღვინიაშვილს მიმართოს.
“ბიგ-ბენში“ მე და ჩემი მეუღლე პროდუქტების საყიდლად შევედით. გამოსვლისას კურცხალია, რომელიც ჩემი მეუღლის ნაცნობი იყო და არა ბიზნესპარტინორი, როგორც ამას ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, ნოშიკოს ეუზრდელა და გაისროლა, რასაც ჩემი მეუღლის მხრიდან, ტაბელური იარაღიდან საპასუხო გასროლა მოჰყვა. მან ნამდვილად დაჭრა კურცხალია. მას ეს, რომ არ გაეკეთებინა, ახლა შეიძლება ცოცხალი არც ყოფილიყო. ნოშიკო მართალი იყო – ის ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობისა და თბილისის მთავარ პროკურორად გიორგი ღვინიაშვილის ყოფნის პერიოდში გაამართლეს ამ საქმეში. ამიტომ ნანუკა ჟორჟოლიანს ურჩევნია, ხმა ჩაიგდოს… თუ არ ჩაიგდებს, ჩავაგდებინებ“, – განუცხადა “კვირას“ ნინო სუთიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები