იემენში, მეამბოხე „ჰუსიტები“ წითელი ზღვის „დაბლოკვით“ იმუქრებიან

თუ იემენის პოლიტიკური კრიზისი მარცხს განიცდის, „ჰუსიტი“ მეამბოხეები, წითელ ზღვაში ნავიგაციას დაბლოკავენ, ამის შესახებ ინფორმაცია ამბოხებული „ჰუსიტების“ პოლიტიკური საბჭოს ლიდერმა სალეხ ას -სამადმა განაცხადა.
სალეხ ას-სამადმა, ასევე აღნიშნა, რომ იემენის პროვინცია ხოდეიდაში, რომელიც წითელ ზღვასთან ახლოს მდებარეობს, საომარი მოქმედებები შეწყდეს.
შეგახსენებთ, რომ იემენში შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წლის მარტში დაიწყო.
არაბულმა კოალიციამ, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით, იემენის პრეზიდენტს „ჰუსიტი“ მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები