ტროპიკული ციკლონის გამო მადაგასკარზე 30 ადამიანი დაიღუპა

კუნძულ მადაგასკარზე, ტროპიკული ციკლონი „ავა“ მძვინვარებს, რომელმაც უკვე 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კატასტროფების რისკების მართვის ეროვნული ბიურო ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. სადაც აღნიშნულია, რომ დაღუპულების გარდა, 22 ადამიანიც დაკარგულად ითვლება, ხოლო 17 170 ადამიანი იძულებული იყო თავისი სახლი დაეტოვებინა. უწყების ცნობით, ციკლონის შედეგად მადაგასკარზე 83 023 ადამიანი დაზარალდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები