იაპონელი ასტრონავტი კოსმოსში 9 სანტიმეტრით გაიზარდა

იაპონელი ასტრონავტის ნორიშიგე კანაის განცხადებით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამი კვირის განმავლობაში ყოფნის დროს, 9 სანტიმეტრით გაიზარდა. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა -„ დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სიახლე მაქვს. ფიზიკური პარამეტრების გაზომვით სამედიცინო გამოკვლევა გავიარე და აღმოჩნდა, რომ 9 სანტიმეტრით მოვიმატე სიმაღლეში და ეს სამ კვირაში მოხდა!“
ასტრონავტმა აღნიშნა, რომ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სიმაღლეში არ გაზრდილა და ახლა იმის გამო ღელავს, შეძლებს თუ არა ხომალდ „თანამეგობრობის“ სავარძელში ჯდომას.
აღსანიშნავია, რომ გრავიტაციის არარსებობის გამო, ასტრონავტები კოსმოსში 1-2 სანტიმეტრით იმატებენ სიმაღლეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები