იაცენიუკი: ოდესის მოვლენებში დამნაშავე ადგილობრივი სპეცსამსახურები არიან

 უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი “ბი-ბი-სი”-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა არაფერი არ გააკეთეს ოდესაში 46 პრორუსი აქტივისტის სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. მან თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლა ოდესის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი და მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრის თქმით, არეულობები ოდესაში პრორუსი სეპარატისტების მიერ იქნა პროვოცირებული, თუმცა შედეგები კატასტროფული აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები