ირანის სკოლებში ინგლისურის ენის სწავლა აიკრძალება

ირანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ირანის სკოლებში ინგლისური ენის სწავლა აიკრძალება, რადგან ირანულ კულტურაში სხვადასხვა „კულტურების შემოჭრა“ ხდება, ინფორმაციას სააგენტო „theguardian.com“ ავრცელებს.
„ინგლისური ენის სწავლება, საჯარო სკოლების ოფიციალურ სასწავლო პროგრამას, კანონსა და რეგულაციებს ეწინააღმდეგება… ეს არ ნიშნავს უცხო ენის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ აშკარაა, რომ უცხოური კულტურის ხელშეწყობა, საკუთარს გვავიწყებს“, განაცხადა უმაღლესის განათლების საბჭოს ხელმძღვანელმა მეჰდი ნავიდ-ადჰემმა.
შეგახსენებთ, რომ ირანში ინგლისური ენის შესწავლას მოსწავლეები 12 წლიდან იწყებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები