ანატოლი ბიბილოვი დღეს ბოსნია-ჰერცოგოვინაში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დღეს ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბულ ნაწილს, რესპუბლიკა სრპსკას ეწვევა. ამის შესახებ ე. წ სამხრეთ ოსეთის მედია იუწყება. მათი ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვი რესპუბლიკა სრპსკას მისი პრეზიდენტის, მილორად დოდიკის მიწვევით დღეს ესტუმრება. ვიზიტი 13 იანვრამდე გაგრძელდება. ბიბილოვი მონაწილეობას მიიღებს იმ საზეიმო ღონისძიებებში, რომლებიც რესპუბლიკის დღისადმი არის მიძღვნილი. ე.წ სამხრეთ ოსეთის დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე, ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი და მისი მრჩეველი გელა ვალიევი. გავრცელებულ ინფორმაციაში ამ ვიზიტის შესახებ ნათქვამია, რომ უმაღლეს დონეზე გამართული მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სფეროში, მოხდება მნიშვნელოვანი საერთაშორისო და რეგიონალური საკითხების განხილვა. მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით კი დაგეგმილია ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები