ლიბიაში სამართალდამცველებმა 290 მიგრანტი გადაარჩინეს

ლიბიის სანაპიროზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა და სამართალდამცველებმა, 290 მიგრანტი გადაარჩინეს, გავრცელებული ინფორმაციით, კუსტარულად დამზადებული გემით, ლიბიის სანაპირო 140 მიგრანტმა დატოვა, რომლებიც აფრიკის სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ, ასევე საზღვაო პოლიციამ აღმოაჩინა მეორე გემი, რომელიც ტექნიკური გაუმართაობის გამო ნახევრად ჩაიძირა, ბორტზე 150 მიგრანტი იმყოფებოდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 2 გარდაცვლილი ქალბატონის გვამიც აღმოაჩინეს, რომელთა სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
მიგრაციის საერთაშორის ორგანიზაციის განცხადებით, გასულ წელს 3116 მიგრანტი საზღვრის გადაკვეთის მცდელობის დროს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები