მექსიკაში, პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში მდებარე კურორტ აკაპულკოზე, ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის, ორმხრივი სროლა მოხდა, შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა.
უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სროლის მიზეზად ადგილობრივი ახალგაზრდის მიმართ, სამართალდამცველებისგან წაყენებული ბრალდება სახელდება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აკაპულკოში სახელმწიფო ჯარი შევიდა, თუმცა ადგილობრივმა პოლიციელებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. ბრძანების დაუმორჩილებლობის გამო, 3 ადგილობრივი პოლიციელი დაიღუპა. ფედერალურმა აგენტებმა და შტატის პოლიციამ დაკავების ბრძანება გასცეს, რომლის შედეგად, აკაპულკოს 30 სამართალდამცველი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები