სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს შობის დღესასწაულს და ნათლისღებას ზეიმობს

სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს, 6 იანვარს, შობის დღესასწაულს და ნათლისღებას ზეიმობს. დილა ღვთისმსახურებით, სადღესასწაულო წირვით დაიწყო, მოგვიანებით კი წყალკურთხევის წესი შესრულდება. სასულიერო პირი, რომელიც წირვას აღავლენს, წყალში წმიდა მირონს აწვეთებს და აკურთხებს მას. ტრადიციის თანახმად, მორწმუნეებს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის შემადგენლობაში თბილისის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარის, ქვემო ქართლის თემები და 50 მოქმედი ეკლესია შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები