“გირგვლიანის წინაშე ჩადენილი დანაშაული მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა ექცეოდეს სახელმწიფო მოქალაქეს”

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, გააზრებულად არის მიღებული.
მისივე თქმით, გირგვლიანის საქმე პირდაპირი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა ექცეოდეს სახელმწიფო მის მოქალაქის.
“ეს არის გააზრებული და არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება. ამდენი ხანია გრძელდება გამოძიება, ამიტომ, ჩემი აზრით, უნდა დაველოდოთ დასაბუთებულ განაჩენს, სასამართლო ხელისუფლება ამ აქტით საზოგადოებას გააგებინებს და მიცემს იმის საშუალებას, რომ გაეცნონ ამ არგუმენტს, თუ რატომ იყო ეს განაჩენი გამოტანილი ამ სახით.
სხვა ყველა საკითხზე, სანდრო გირგვლიანის წინაშე ჩადენილი დანაშაული, ეს არის პირდაპირი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა ექცეოდეს სახელმწიფო მის მოქალაქეს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მიმართ შეწყალების მუხლის გამოყენება არასწორი და ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები