დედაქალაქის საკრებულომ მერიის პროექტი არ დაამტკიცა

   დედაქალაქის საკრებულო თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელ სევდია უგრეხელიძეს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. საქმე ეხება პროექტს – “თბილისის ადვოკატი”, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს 3 მაისის ბიუროს სხდომაზე არ დამტკიცდა.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დავით ჯინჭარაძის განცხადებით, თბილისის მერია მსგავსი პროექტების მეშვეობით “თბილისის ადვოკატისთვის” გათვალისწინებული თანხების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს.
“დედაქალაქის მერიას დღეს კვლავ უფლებაშეჩერებული მერი, ბრალდებული გიგი უგულავა მართავს და სწორედ მის მსგავსად მოქმედებს ამჟამინდელი მერის მოვალეობის შემსრულებელიც”, – აღნიშნა ჯინჭარაძემ.
დავით ჯინჭარაძემ მერიას კონკურსის ჩატარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიეცეთ საშუალება, განახორციელონ პროექტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები