ექიმი: პატრიარქი საშობაო ლიტურგიას თავად აღავლენს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს, სამედიცინო გამოკვლევებზე, თოდუას სახელობის კლინიკაში მიიყვანეს. როგორც მისმა ექიმმა, ცისანა შარტავამ აღნიშნა, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და საშობაო ლიტურგიას თავად აღავლენს.
”ერთი კვირის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო ეს გამოკვლევა, მაგრამ ვინაიდან პატრიარქი იყო გაციებული, აღენიშნებოდა ბრონქიტი, გადმოვწიეთ ეს გეგმური გამოკვლევა. ყველაფერი კარგად გაკეთდა, გამოკვლევის შედეგები ძალიან კარგია. პატრიარქი ძალიან კარგად არის. იგი უკვე საპატრიარქოშია და საშობაო ლიტურგიასაც თავად აღავლენს”, – განაცხადა პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები