მიხეილ სააკაშვილის დამნაშავედ ცნობის განაჩენზე, მოსამართლე განმარტებას აკეთებს

მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის მოსამართლე გიორგი არევაძე, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს განმარტავს.
“მიხეილ სააკაშვილს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან, მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობისგან აცილების მიზნით, გასცა დაპირება, რომ სასჯელის მიუხედავად, თუ რა დაენიშნებოდა მსჯავრდებულებს სასამართლოს მიერ, შეიწყალებდა მათ”, – აღნიშნა მოსამართლემ.
ცნობისთვის, მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მან, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები