თბილისში, მტკვარში ქალი გადავარდა

თბილისში, გალაკტიონის ხიდთან, შუახნის ქალი მტკვარში გადავარდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ქალი მაშველებმა წყლიდან უკვე ამოიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, ქალს მცირედი დაზიანებები აღენიშნებოდა, მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს, რის შემდეგაც სტაციონარში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები