თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს, თბილისის მოსახეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს:

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ) და წავკისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები