აბაშაში შუა ხნის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს თემში, სახოშტარიოს უბანში 48 წლის მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მას მეზობლები პირველი იანვრიდან ეძებდნენ, ბოლოს კი სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
მათივე მტკიცებით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა და წებოვანი ლენტი იყო შეკრული.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შსს-შიც დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები