პატრიარქს იუბილე პატიმარმა ქალებმა მიულოცეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ქალმა მსჯავრდებულებმა, სპეციალურად დღევანდელი დღისთვის მომზადებული პერფორმანსი წარმოადგინეს, რომლის ფარგლებშიც საგალობლები, სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნომრები და ნაციონალური ცეკვები შეასრულეს.

N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულები უწმინდესის მხარდაჭერას მუდმივად გრძნობენ, რასაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

„ქალბატონებმა გამოთქვეს სურვილი, პატრიარქს მიულოცონ იუბილე, რაც ძალიან ნიშანდობლივია, რადგან ისინი მუდამ გრძნობენ ჩვენი უწმინდესის სიყვარულს. სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით საზრდოობენ ქალბატონები“, – აღნიშნა ნესტან ვერულაშვილმა.

მსჯავრდებულებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სულიერი მხნეობა და დღეგრძელობა უსურვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები