თბილისში, პატრულის თანამშრომელი და მისი მეუღლე სავარაუდოდ, გაზით გაიგუდნენ

თბილისში, პატრულის თანამშრომელი კახა ქრისტესაშვილი, მეუღლესთან ერთად, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევა თემქის დასახლებაში მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, სახლში დამონტაჟებული გაზის მილი, საიდანაც აირის გაჟონვა მოხდა, გაურკვეველი საგნებით იყო ამოვსებული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები