ილია მეორე: ვერ შევძლებდი ამ მძიმე ტვირთის ზიდვას, თქვენი დახმარება რომ არ ყოფილიყო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საპატრიარქოში მისი 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ღონისძიებაზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით ორ ტომად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული „ბიბლიის“ პრეზენტაციაც გაიმართა.
„დღეს ისტორიული თარიღია ეკლესიის და ერის ისტორიაში და მე მინდა, მოგესალმოთ ყველას. მე მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ თანადგომისათვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ ამ ორმოცი წლის მანძილზე. მე ვერ შევძლებდი ამ მძიმე ტვირთის ზიდვას, თქვენი დახმარება რომ არ ყოფილიყო. მე პირველი შეხება ხელნაწერთა ინსტიტუტთან მქონდა ჩემი სტუდენტობის დროს, როცა ვამთავრებდი მოსკოვის სასულიერო აკადემიას. მე მქონდა აღებული საკანდიდატო თემა ივერიის მონასტრის ისტორია და ჩამოვედი თბილისში და მე მქონდა შეხვედრა ილია ბუღაძესთან. იგი ხელმძღვანელობდა ამ ინსტიტუტს. მე მეხმარებოდა იმ მასალების მოპოვებაში, მოძებნაში, რომელიც საჭირო იყო. კიდევ ერთელ, მადლობას გიძღვნით თქვენი სიყვარულისათვის“, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები