“სასამართლოზე იქნება წარმოდგენილი ყველა ის უტყუარი მტკიცებულება, რაც გამოძიებამ ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით მოიპოვა”

სასამართლოზე იქნება წარმოდგენილი ყველა ის უტყუარი მტკიცებულება, რაც გამოძიებამ ტერორიზმის საქმეთან დაკავშირებით მოიპოვა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, სადაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩასა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა და საზოგადოებას ყველა ის მტკიცებულება წარუდგინა, რაც გამოძიებამ ამ დროისათვის მოიპოვა.
ნინო გიორგობიანის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და სწორედ აქედან გამომდინარე, სუს-ი საზოგადოებას პერიოდულად ინფორმაციას აწვდის.
„ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი უტყუარი მტკიცებულება არსებობს, რომელიც სასამართლოზე იქნება წარდგენილი“, – დასძინა გიორგობიანმა.
კითხვაზე, რა მტკიცებულებებზეა საუბარი და არის თუ არა ეს აუდიოჩანაწერები, ნინო გიორგობიანის განცხადებით, წინა ბრიფინგზეც ითქვა, რომ არსებობს აუდიოჩანაწერებიც, კერძოდ, საუბარია უშუალოდ ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან ამოღებულ ჩანაწერზე. „სადაც ჩანს, რომ ისინი გეგმავდნენ ტერიტორისტულ თავდასხმებს დიპლომატიურ მისებზე თურქეთსა და საქართველოში“, – აღნიშნა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები